Entrepreneur | |
---|---|
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ჯეისონ ფაიფერი |
პუბლიკაციის დეტალები | |
პირველი გამოცემის თარიღი | 1977 |
კომპანია | Entrepreneur Media Inc. |
ქვეყანა | აშშ |
რედაქციის მისამართი | ირვაინი, კალიფორნია |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ტირაჟი | 510 483 (2020) |
ISSN | 0163-3341 |
Entrepreneur — ამერიკული ჟურნალი და ვებსაიტი, რომელიც სტატიებს აქვეყნებს მეწარმეობისა და ბიზნესის შესახებ. გამოდის 1977 წლიდან.[1][2] წელიწადში გამოიცემა 10 ნომერი; შეძენა შესაძლებელია გამოწერით ან ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში. გამოსცემს კორპორაცია Entrepreneur Media Inc., რომლის მთავარი ოფისი ირვაინში (კალიფორნია) მდებარეობს.[3] 1996 წელს ჟურნალმა გაუშვა საიტი Entrepreneur.com.[4] საერთაშორისო ლიცენზიით ჟურნალის ადგილობრივი გამოცემები გამოდის ბევრ ქვეყანაში: კანადაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთში, ფილიპინებში, ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში.[5] 2018 წლიდან, ოფიციალური ლიცენზიის საფუძველზე, Entrepreneur Georgia გამოიცემა საქართველოშიც.
„Franchise 500“ არის Entrepreneur-ის მიერ შედგენილი და გამოქვეყნებული ყოველწლიური სია, რომელიც ასახელებს 500 ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ ფრენშიზულ კომპანიას, წარდგენისა და განხილვის პროცესის მეშვეობით.[6] Franchise 500 პირველად 1979 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება.
Entrepreneur ასევე გამოსცემს Entrepreneur StartUps ჟურნალს, რომელიც ხელმისაწვდომია გამოწერით და საგაზეთო ჯიხურებში.[7] 1999 წელს შეიქმნა ვებგვერდი YoungEntrepreneur.com, როგორც Entrepreneur.com-ის დამატება — ონლაინფორუმი ახალგაზრდა მეწარმეებისათვის.[8]
Entrepreneur ასევე გამოსცემს წიგნებს Entrepreneur Press-ის ბრენდით.[9]
|access-date=
-ში (დახმარება)
© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search